დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის N183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110401066, 07/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.030.016013 |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №82
2011 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებით (სსმ III, 28.11.2008, №169, მუხ. 1737) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს მოქალაქე – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მეორე, მესამე, მეოთხე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ვაშაკიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები