"ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110401062, 06/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.136.016060
  • Word
21
25/03/2011
ვებგვერდი, 110401062, 06/04/2011
210020010.35.136.016060
"ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2011 წლის 25 მარტი

დაბა ხულო

 „ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 მუხლი 1

 „ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1 დადგენილებაში (სსმ 16.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. დამტკიცდეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია თანახმად დანართისა 1.

 2. დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 6. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ გავრცელდეს და მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ინსტრუქცია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ~.

4. ამოღებულ იქნას დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიღების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელი“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

 მოსაკრებლის გადამხდელია ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, ორგანიზაციები და დაწესებულებები.

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მოსაკრებლის გადხდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგთვის დასრულებასთან ერთად.

10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტებია.

) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა;

) მოსაკრებლის გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

) გადასახდელი თანხა;

) გადახდის ვადა;

) გადახდის ადგილი;

11. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3.

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       ნ. თავართქილაძე