ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110401057, 06/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 11/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.167.016036
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
31/03/2011
ვებგვერდი, 110401057, 06/04/2011
200230000.35.167.016036
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/04/2011 - 06/02/2015)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

201 1 წლის 31 მარტი

ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 195 მუხლის შესაბამისად, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას

საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქ. ლაგოდეხში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედი ნორმატიული ფასის 10 პროცენტი;

ბ) უძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემისას ნივთის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტი, ამასთან შენობა-ნაგებობების საპრივატიზებო ფასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ მიწის ნორმატიული ფასი, რომელზეც განთავსებულია შესაბამისი შენობა-ნაგებობა;

გ) მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე ღირებულების არანაკლებ 10 პროცენტისა.

3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 მაისის №16 დადგენილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გ. გოზალიშვილი