დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/2 დადგენილებაში, „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4/1 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110401051, 04/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.157.016039 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 4/1
2011 წლის 30 მარტი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის № 2/2 დადგენილებაში, „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის № 2/2 დადგენილებაში:
1.1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
| № | მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სახნავი | 90 |
| 2 | საკარმიდამო | 90 |
| 3 | სათიბები | 22 |
| 4 | საძოვრები | 18 |
| 5 | ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები | 40 |
| 6 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | 3 |
1.2. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი.
1.3. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი.
1.4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
| № | ტერიტორია | ტერიტორიული კოეფიციენტი | საბაზისო განაკვეთი | გადასახადის განაკვეთი (ლარი) |
| 1 | ქ. თეთრიწყარო , დაბა მანგლისი | 1 | 0.24 | 0.24 |
| 2 | სოფლები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია | 0.5 | 0.24 | 0.12 |
“.
1.5. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს 71 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71
ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი ( მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები