"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების,მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110401047, 05/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 06/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.104.016060
  • Word
14
24/03/2011
ვებგვერდი, 110401047, 05/04/2011
210070000.35.104.016060
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების,მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №14

2011 წლის 24 მარტი

ქ. წალენჯიხა

 „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის 22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

    მუხლი 1

  შეტანილ იქნეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის 22 დადგენილების (სსმ V, N 38, 15.10.2010 წ, მუხ.1133) 1 დანართში შემდეგი ცვლილებები:

 1. პირველი მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ნარჩენების წარმომქმნელი ორგანიზაცია, დაწესებულება, იურიდიული პირი ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.“

  2) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ნარჩენების წარმომქმნელი ორგანიზაცია, დაწესებულება, იურიდიული პირი 3 თვის განმავლობაში არ იხდის დასუფთავების მოსაკრებელს.“

  3. პირველ მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი

  „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობის შემთხვევაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს შესაბამის ორგანიზაციას, დაწესებულებას, იურიდიულ პირს და მისცეს მას 15-დღიანი ვადა აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი ორგანიზაციიდან, დაწესებულებიდან, იურიდიული პირიდან დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტის ვერწარმოდგენის შემთხვევაში გაწყვიტოს მასთან ხელშეკრულება ცალმხრივად.“.

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

 თავმჯდომარე             კ. ციმინტია