დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110401046, 04/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.104.016056 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №13
2011 წლის 24 მარტი
ქ. წალენჯიხა
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ამავე კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
მუხლი 1
შეტანილ იქნეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №4 დადგენილებაში (სსმ, 18.03.2011 წ.) შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 აპრილის №9 დადგენილება “.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 71:
„მუხლი 71
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვადრატულ მეტრს;
ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არ აღემატება 24 კვადრატულ მეტრს“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
თავმჯდომარე კ. ციმინტია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები