დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110401040, 06/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.134.016028 |
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2011 წლის 25 მარტი
დაბა ქედა
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №20 დადგენილებაში ( საქართველოს საკანამდებლო მაცნე V; № 21; 03.09.10 წ; მუხ. 601) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამგეობას აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.“
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.“.
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურა“
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ი) შიდა აუდიტის სამსახური.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავჯდომარე ბ. დიასამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები