საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის შექმნის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/02/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 13/02/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.002173
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
35
06/02/2003
სსმ, 12, 13/02/2003
040030000.05.002.002173
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/02/2003 - 14/12/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №35

2003 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის შექმნის  შესახებ

საქართველოს საწარმოებსა და ორგანიზაციებში საწარმოო უსაფრთხოებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრი.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ეროვნული საინფორმაციო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და რომელიც იქმნება, გარდაიქმნება ან საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე. ცენტრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი და საანგარიშსწორებო ანგარიში.

3. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი №14.

    მუხლი 2. ცენტრის საქმიანობის საგანი, მიზნები და ფუნქციები

1. ცენტრი:

ა) აანალიზებს საქართველოში უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის სფეროში არსებულ ნორმატიულ ბაზას;

ბ) შეისწავლის უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ახალ საერთაშორისო ნორმებს;

გ) ამ სფეროში ქვეყნის ნორმატიული ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამზადებს რეკომენდაციებს და წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

დ) ქმნის მექანიზმს შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმების სწავლებისა და გავრცელებისათვის;

ე) უზრუნველყოფს კავშირს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრთან და ცვლის ინფორმაციას საზღვარგარეთის ანალოგიური პროფილის ორგანიზაციებთან;

ვ) სისტემატურად განაახლებს თავის საინფორმაციო ფონდს სამამულო და უცხოური წყაროების გამოყენების საფუძველზე;

ზ) ამზადებს მიმოხილვას უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ;

თ) ადგენს ინფორმაციის პოტენციურ მომხმარებლებს ამ სფეროში და უზრუნველყოფს მათ მეთოდური, საინფორმაციო და სასწავლო მასალებით, აგრეთვე კინო, ვიდეოფილმებითა და სლაიდებით; ნერგავს მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიებს (ინტერნეტი, მონაცემების კომპიუტერული დამუშავება და სხვ.);

ი) არჩევს საჭირო საბაზო საცნობარო ლიტერატურასა და სხვა საბაზო მასალებს;

კ) ამ სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიზნით ამყარებს საერთაშორისო კავშირურთიერთობებს;

ლ) საქართველოს პროფესიულ კავშირებსა და მეწარმეთა გაერთიანებებთან ერთად ქმნის უსაფრთხოების ტექნიკასა და შრომის დაცვაში არსებული საკანონმდებლო, ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებისა და მოწინავე გამოცდილების მონაცემთა ბანკს;

მ) აწყობს ახალი საინფორმაციო მასალების გამოფენას;

ნ) ქმნის უსაფრთხოების ტექნიკისა და შრომის დაცვის ცნობილი სპეციალისტების მონაცემთა ბანკს;

ო) შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აწყობს სამმხრივ სემინარებს აღმასრულებელი ხელისუფლების, პროფკავშირებისა და მეწარმეთა კავშირების მონაწილეობით.

    მუხლი 3. ცენტრის ქონება და ფინანსები

1. ცენტრს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გადაეცემა ქონება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცენტრის შემოსავლების წყაროებია:

ა) საქველმოქმედო შენატანები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    მუხლი 4. ცენტრის მართვა

1. ცენტრს მართავს მისი უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი.

2. ცენტრის უფროსი:

ა) წარმოადგენს ცენტრს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

ბ) მოქმედებს ცენტრის სახელით, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს;

გ) განსაზღვრავს და ამტკიცებს სტრუქტურასა და მუშაკთა რიცხოვნობას;

დ) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თანამშრომლებს;

ე) პერსონალურად აგებს პასუხს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვისათვის.

    მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები

1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ცენტრს სახელმწიფო კონტროლს უწევს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.

    მუხლი 6. საბუღალტრო ანგარიშგება

1. ცენტრი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 7. ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის წესი და პირობები

1. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.