მცხეთაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფილიალის გახსნის შესახებ

  • Word
მცხეთაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფილიალის გახსნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 702
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/12/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 04/01/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
702
31/12/1999
სსმ, 1, 04/01/2000
000000000.00(0).000.000000
მცხეთაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფილიალის გახსნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/01/2000 - 15/08/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №702

1999 წლის 31 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 მცხეთაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფილიალის გახსნის შესახებ

ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მცხეთის – საქართველოს უძველესი დედაქალაქის მნიშვნელობისა და მისი, როგორც მომავალი კულტურული და ტურისტული ცენტრის პერსპექტივის გათვალისწინებით:

1. მცხეთის კულტურის სახლის ბაზაზე გაიხსნას თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფილიალი.

2. საქართველოს კულტურის სამინისტრომ შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის რექტორატთან ერთად განსაზღვროს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცხეთის ფილიალისთვის თეატრალურ ინსტიტუტში მიზნობრივი ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცხეთის ფილიალისთვის 120 (ას ოცი) ათასი ლარის გამოყოფა.

4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს კულტურის მინისტრმა ვ.ასათიანმა და ფინანსთა მინისტრმა დ.ონოფრიშვილმა.

ე. შევარდნაძე