დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეპიზოოტიებთან ბრძოლის საგანგებო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 აგვისტოს №465 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/02/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 08/02/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.05.002.000001 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №39
2001 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
„ეპიზოოტიებთან ბრძოლის საგანგებო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 აგვისტოს №465 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ეპიზოოტიებთან ბრძოლის საგანგებო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 აგვისტოს №465 ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ბაკურ გულუა, დავით ონოფრიშვილი, როლანდ ლიპარტელიანი, თამაზ მაღლაკელიძე, კახა გიუაშვილი, ავთანდილ ჯორბენაძე, გრიგოლ ჯიქია, ტარიელ კულულაშვილი, ზურაბ ქათამაძე.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
დავით კირვალიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ნუგზარ მამალაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე
ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
კოტე კუბლაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ზურაბ სოსელია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
თენგიზ შოშიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
თემურ ჭეიშვილი – სააქციო საზოგადოება „ინტელექტბანკის“ პრეზიდენტი.
3. კომისიის წევრებს თანამდებობად მიენიშნოთ:
რამაზ ურუშაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ შავდია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი, საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმი
ვლადიმერ გვარჯალაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექტორი
გუგული გოდერძიშვილი – საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის კათედრის გამგე, ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები