„ეპიზოოტიებთან ბრძოლის საგანგებო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 აგვისტოს № 465 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ეპიზოოტიებთან ბრძოლის საგანგებო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 აგვისტოს № 465 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 545
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 28/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 010220020.05.002.000000
  • Word
545
26/09/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997
010220020.05.002.000000
„ეპიზოოტიებთან ბრძოლის საგანგებო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 აგვისტოს № 465 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №545

1997 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ეპიზოოტიებთან ბრძოლის საგანგებო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 აგვისტოს № 465 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ქვეყანაში ეპიზოოტიურ აფეთქებებისადმი სათანადო ოპერატიული რეაგირებისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის აღდგენის, სატრანზიტო მაგისტრალის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მოთხოვნათა შესაბამისად, ეპიზოოტიებთან ბრძოლის საგანგებო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 აგვისტოს № 465 ბრძანებულებით შექმნილი ეპიზოოტიებთან ბრძოლის საგანგებო სახელმწიფო კომისიის მუშაობის ოპერატიულობის ამაღლებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 აგვისტოს №465 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კომისიის შემადგენლობაში დამატებით შეყვანილ იქნენ:

თენგიზ აბულაძე – საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე

არჩილ გოგელია – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის თავმჯდომარე

ტარიელ კულულაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ზურაბ ქათამაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

გიორგი წერეთელი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი

ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი პუნქტები:

„4. კომისია საქართველოს პრეზიდენტისათვის ამზადებს წინადადებებსა და დასკვნებს შესაბამისი აქტის გამოსაცემად.

5. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

6. კომისიის ამოცანად განისაზღვროს:

- ეპიზოოტიური აფეთქებების ჩაქრობა საკარანტინო-შემზღუდავი და სხვა სპეციალური ვეტერინარიული ღონისძიებების განხორციელებით როგორც ქვეყნის საზღვრებზე, ისე მის შიგნით;

- ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის, აგრეთვე რთული ეპიზოოტიური მდგომარეობის გაჯანსაღების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება;

- სახელმწიფო ვეტერინარიული სამსახურის წინაშე დასმული საგანგებო საკითხების ოპერატიული გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება;

- საქართველოს საზღვრებზე, აგრეთვე ქვეყნის შიგნით მთელ ტერიტორიაზე ვეტერინარიული კარანტინის გამოცხადებისა და მოხსნის თაობაზე წინადადებების (დასკვნების) მომზადება;

- დაავადებების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების, ვეტერინარიული პერსონალის, ბიოპრეპარატებისა და მედიკამენტების, აგრეთვე ყველა სხვა საჭირო რესურსის გამოყოფისა და მობილიზაციის თაობაზე წინადადებების (დასკვნების) მომზადება.

7. კომისიას უფლება აქვს სახელმწიფო დაწესებულებებიდან მოითხოვოს და მიიღოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.

8. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს პირები, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში არ არიან.

9. კომისია წინადადებებს (დასკვნებს) იღებს კომისიის წევრთა ხმის უბრალო უმრავლესობით.“.

3. ბრძანებულების პრეამბულის მე-3 სტრიქონში სიტყვა „ვეტერინარიის“ შეიცვალოს სიტყვით – „ვეტერინარული“.

4. ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩაითვალოს მე-10 პუნქტად.

ე. შევარდნაძე