,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის N705 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის N705 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 01/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110401023, 07/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 08/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 420000000.22.023.016045
  • Word
4
01/04/2011
ვებგვერდი, 110401023, 07/04/2011
420000000.22.023.016045
,,ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის N705 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №4

2011 წლის 1 აპრილი

 ქ. თბილისი

„ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის №705 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის №705 ბრძანებით (სსმ III, 28.10.2008, №156, მუხ. 1563) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი

ეს დებულება არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის.”.

2. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საწარმოში ორი ან ორზე მეტი დაბინძურების წყაროს არსებობის შემთხვევაში რეკომენდირებულია მავნე ნივთიერებათა გაბნევის ანგარიშის კომპიუტერული დამუშავება, რომლისთვისაც გამოყენებული პროგრამა შესაბამისობაში უნდა იყოს წინამდებარე დებულების მოთხოვნებთან. სხვა პროგრამის გამოყენების შემთხვევაში იგი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან.”

3. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ზდგ-ის ან/და დშგ-ის ნორმების პროექტი უნდა შეუთანხმდეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, აგრეთვე მათი კომპეტენციის ფარგლებში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს დაბინძურების ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ შეთანხმებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.”.

4. მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საწარმო ადგენს ზდგ-ის ან/და დშგ-ის ნორმების პროექტის ორ ეგზემპლარს. პირველი ეგზემპლარი რჩება საწარმოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს. აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიების ფარგლებში განთავსებული საწარმოებისთვის დგინდება ზდგ-ის ან/და დშგ-ის ნორმების პროექტის სამი ეგზემპლარი. პირველი ეგზემპლარი რჩება საწარმოში, მეორე ეგზემპლარი ეგზავნება აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს, ხოლო მესამე ეგზემპლარი – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს.”

5. III თავი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხაჩიძე