დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რ. კემულარიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 611 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 114, 18/09/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №611
2009 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
რ. კემულარიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს რუსუდან კემულარიას უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და სინგაპურის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მ. დაიაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 ივლისის №389 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები