ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ

  • Word
ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 26/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
173
26/02/2006
სსმ, 25, 26/02/2006
000000000.00(0).000.000000
ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (26/02/2006 - 15/03/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №173

2006 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ

საქართველოში, კერძოდ ხელვაჩაურის რაიონში, ფრინველის გრიპის შემთხვევის გამოვლენის გამო, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეპიზოოტიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით:

1. ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა.

2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2006 წლის 1 ოქტომბრამდე.

3. ფრინველის გრიპის შემთხვევების გამოვლენის, შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული, საკარანტინო და სხვა სახის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელების, დაავადების გავრცელების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ კოორდინირებულად უზრუნველყონ:

ა) მოსახლეობისათვის და საწარმოებისათვის ფრინველისა და ფრინველის პროდუქტების ჩამორთმევა და განადგურება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განსაკუთრებული რეჟიმის დაწესება იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ეწევიან ფრინველისა და მისგან წარმოებული პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას;

გ) ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე გარეულ ფრინველებზე ნადირობის აკრძალვა და მოსახლეობისათვის სანადირო იარაღის დროებით ჩამორთმევა;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა;

ე) ფრინველისა და მისგან წარმოებული პროდუქტებისა და ფრინველისათვის განკუთვნილი საკვების რაიონის ტერიტორიიდან გატანისა და შემოტანის აკრძალვა;

ვ) რაიონის ტერიტორიაზე შემოსული სატრანსპორტო საშუალებების გასინჯვა და დეზობარიერების მოწყობა;

ზ) ფრინველის გრიპის შემთხვევის გამოვლენისა და ჩამორთმეული ფრინველის განადგურების ადგილებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

4. საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციისა და შესრულების კონტროლის მიზნით საორგანიზაციო შტაბის შექმნა;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნა ადამიანების შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში მათი სათანადო სამედიცინო მომსახურების მიზნით;

გ) ხელვაჩაურის რაიონში არსებულმა თვითმმართველობის ორგანოებმა აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება საქართველოს მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას.

5. ბრძანებულება დაუყოვნებლივ გავრცელდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ხოლო ხელმოწერიდან ორი დღის განმავლობაში ყოველ ორ საათში ერთხელ გადაიცეს რადიოთი და ტელევიზიით.

6. ბრძანებულება 48 საათში წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი) დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

8. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი