,,დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 24 სექტემბრის №667 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 24 სექტემბრის №667 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 01/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110401021, 07/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016043
  • Word
2
01/04/2011
ვებგვერდი, 110401021, 07/04/2011
360160000.22.023.016043
,,დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 24 სექტემბრის №667 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №2

2011 წლის 1 აპრილი

 ქ. თბილისი

დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 24 სექტემბრი №667 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

  მუხლი 1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 24 სექტემბრი №667 ბრძანებით (სსმ III, 01.10. 2008 წ., №144 , მუხ.1442 ) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების საგანი

ეს ინსტრუქცია არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირებს შორის..

2. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პად-ის ფორმები წარმოადგენს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის საფუძველს, რომელსაც აწარმოებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის მიხედვით, რომელსაც ყოველწლიურად ავსებენ საქმიანობის სუბიექტები და საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ 15 თებერვლამდე წარუდგენენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს დაბინძურების ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობის მიხედვით 31 იანვრამდე, რომლებიც, თავის მხრივ, შეთანხმებულ ამ ფორმებს წარუდგენენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს 15 თებერვლამდე. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის შევსებას აწარმოებს ყველა ფიზიკური და იურიდიული (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) პირი, რომელთაც გააჩნიათ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროები.“.

3. III თავი ამოღებულ იქნეს.

4. დანართი – 4  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

  მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხაჩიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი 4

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმა  

 

 საწარმოს დასახელება

 იურიდიული მისამართი, ტელეფონი

 ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი

 ეკონომიკური საქმიანობის სახე

 გამოშვებული პროდუქციის სახეობა და რაოდენობა

 მოხმარებული საწვავის სახეობა და რაოდენობა

 სამუშაო საათების რაოდენობა წელიწადში

 საანგარიშო 20 წელი

 ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მათი გაწმენდა და გამოყენება, ტონა/წელი

მავნე ნივთიერებათა დასახელება

სტაციონარული

წყაროებიდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებათა რაოდენობა , სვ .5+სვ .7

აქედან

სულ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა რაოდენობა , სვ .3– სვ .5

საანგარიშო წელს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ნორმა

მოხვედრილი გამწმენდ მოწყობილობაში

მათ შორის

დაჭერილი

დაჭერილიდან გამოყენებული

1

2

3

4

5

6

7

8

1

სულ (2+8), მათ შორის

 

 

 

 

 

 

2

სულ მყარი ნივთიერებები (3÷7), აქედან

 

 

 

 

 

 

3

მტვერი

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

7

დანარჩენი მყარი ნივთიერებები

 

 

 

 

 

 

8

სულ აირადი და თხევადი ნივთიერებები (9÷16), აქედან

 

 

 

 

 

 

9

გოგირდის ანჰიდრიდი

 

 

 

 

 

 

10

აზოტის ჟანგეულები

 

 

 

 

 

 

11

ნახშირჟანგი

 

 

 

 

 

 

12

ნახშირწყალბადები

 

 

 

 

 

 

13

 

 

 

 

 

 

 

14

 

 

 

 

 

 

 

15

 

 

 

 

 

 

 

16

დანარჩენი აირადი და თხევადი ნივთიერებები

 

 

 

 

 

 

17

ნახშირორჟანგი

 

 

 

 

 

 

 

მონაცემების სისწორეს ვადასტურებ

 საწარმოს ხელმძღვანელი

 

 ---------------------------------

 --------------------------------- 20 წ.

 ბ..