დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 861 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/07/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 120260000.09.001.001022 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/10/1997 - 21/06/2002)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს, სურვილისამებრ, სამხედრო ვალდებულების მოხდა შეუძლიათ 2 500 ლარის გადახდითა და ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულების ასაკის გასვლამდე ერთთვიანი სამხედრო შეკრების გავლით.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების შემთხვევაში საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხებიან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
3. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების აკუმულირების წესი განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 1997 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1997 წლის 17 სექტემბერი.
№861–I ს
დოკუმენტის კომენტარები