დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/02/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 13/02/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.05.002.000002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/02/2003 - 15/08/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №39
2003 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ
ბოლო დროს ქვეყანაში სათანადოდ ვერ ხორციელდება ნიადაგების დაცვითი ღონისძიებები. გააქტიურდა მისი დეგრადაციისა და ნაყოფიერების შემცირების პროცესი. ინტენსიური ხასიათი მიიღო ეროზიულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით ქარისმიერმა ეროზიამ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და სერიოზულად აზარალებს ეროვნულ ეკონომიკას. პრობლემები შეიქმნა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ეკოლოგიური წონასწორობისა და სოფლის მეურნეობაში ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.
ნიადაგის დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების უზრუნველყოფის ღინისძიებების განხორციელების მიზნით:
1. დამტკიცდეს საქართველოს ნიადაგის დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამა.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და სიფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად უზრუნველყონ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულება.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადგენილი წესის შესაბამისად ყოველწლიურად უზრუნველყონ ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და ინდიკატიურ გეგმაში შესატანად საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში დაწესებულ ვადაში წარდგენა.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები