დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 აგვისტოს №444 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 19/03/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240040.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №107
2002 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 აგვისტოს №444 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 აგვისტოს №444 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. II თავის მე-10 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტში სიტყვები „სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად შეიმუშავებს დოკუმენტების ტიპობრივ ნუსხებს შენახვის ვადების მითითებით“ შეიცვალოს სიტყვებით „განსაზღვრავს დაწესებულებათა კატეგორიებს, რომელთა დოკუმენტები შევა ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენლობაში; შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულებათა დოკუმენტების ტიპობრივ ნუსხებს მათი შენახვის ვადების მითითებით; ითანხმებს სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მიერ შემუშავებულ დოკუმენტების საუწყებო ნუსხებს მათი შენახვის ვადების მითითებით“.
2. დებულების V თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 პუნქტი:
„211. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოსცემს დამოუკიდებელ და საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყებასთან ერთად საარქივო საქმისა და საქმისწარმოებაში დოკუმენტთა მოწესრიგების საკითხებზე ერთობლივ ბრძანებებს, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის ყველა ორგანოს, სხვა დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის (განურჩევლად მათი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა), აგრეთვე მოქალაქეებისათვის“.
3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 311პუნქტი:
„311. ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ეფექტიანად და ეკონომიურად ხარჯვის მიზნით დეპარტამენტის სისტემის დაწესებულებებს, რომლებიც იმყოფებიან ძირითადად საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტზე, გარდა ქ.ქუთაისის ცენტრალური და დუშეთის სადაზღვევო ფონდების სახელმწიფო არქივებისა, აქვთ ერთიანი ცენტრალიზებული ბუღალტერია, რომელიც შედის საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურაში“.
4. 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„32. დეპარტამენტს აქვს ხარჯთა ნუსხა, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშსწორების ანგარიშები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტში, მათ შორის უცხოური ვალუტით. საქართველოში მოქმედი წესებისა და ვადების დაცვით შესაბამისი პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების ნაერთ ბალანსებს დეპარტამენტი აბარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორ-ორ ეგზემპლარად, საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში იხდის სათანადო გადასახადებს (გადასახდელებს)“.
5. VIII თავის 38-ე პუნქტში სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩამონათვალში სიტყვების „საფინანსო განყოფილების“ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „საფინანსო განყოფილება– ცენტრალური ბუღალტერია“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები