„საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 აგვისტოს №444 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 აგვისტოს №444 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/01/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4(11), 05/02/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010240040.05.002.000000
  • Word
28
22/01/1999
სსმ, 4(11), 05/02/1999
010240040.05.002.000000
„საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 აგვისტოს №444 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 28

1999 წლის 22 იანვრი

ქ. თბილისი

„საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 აგვისტოს 444 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 აგვისტოს 444 ბრძანებულებით დამტკიცებულ საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების II თავის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება: „ამზადებს და პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების საუწყებო შენახვის ზღვრული ვადების შესახებ“ და მის ნაცვლად მიეცეს შემდეგი წინადადება „განსაზღვრავს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების საუწყებო შენახვის ზღვრულ ვადებს“.

2. III თავის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს წინადადება: „გააკონტროლოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობები და მისცეს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მფლობელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სავალდებულო წერილობითი მითითებანი ამ დოკუმენტების შენახვისა და დაცვის შესახებ“.

3. V თავის 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქმნის საქვეუწყებო დაწესებულებებს, ამტკიცებს და განსაზღვრავს დეპარტამენტის მოსამსახურეთა და საქვეუწყებო დაწესებულებათა შტატებს, ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს“.

4. დებულების VII თავიდან ამოღებულ იქნეს 38-ე პუნქტი.

5. დებულებას დაემატოს VIII თავი – დეპარტამენტის სტრუქტურა და სისტემა და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

38. დეპარტამენტი შედგება თანამდებობის პირებისა და შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

- საორგანიზაციო, სამეცნიერო-მეთოდიკური და კადრებთან მუშაობის განყოფილება;

- ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფის, ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება;

- საქმისწარმოების, საუწყებო არქივებისა და ეროვნული საარქივო ფონდის დაკომპლექტების ორგანიზაციის განყოფილება;

- საფინანსო განყოფილება;

 39. დეპარტამენტის სისტემაშია:

საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი;

საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი;

საქართველოს კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი;

 საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენ­­­ტრა­­­­ლუ­რი სახელმწიფო არქივი;

საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის ცენტრალური სახელმწიფო არქივი;

ქალაქ ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი;

სახელმწიფო არქივი ქალაქ ცხინვალში;

საქართველოს სახელმწიფო არქივების დოკუმენტების სადაზღვევო ფონდის სახელმწიფო არქივი;

დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების რესპუბლიკური ლაბორატორია;

სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკა;

საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტისა და ცენტრალური სახელმწიფო არქივების სამეურნეო სამსახური;

დაწესებულებათა დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუ­შავების სამსახური.

საქალაქო სახელმწიფო არქივები

ქალაქ თბილისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი

რუსთავის საქალაქო სახელმწიფო არქივი

ტყიბულის საქალაქო სახელმწიფო არქივი

ფოთის საქალაქო სახელმწიფო არქივი

წყალტუბოს საქალაქო სახელმწიფო არქივი

ჭიათურის საქალაქო სახელმწიფო არქივი

რაიონული სახელმწიფო არქივები

აბაშის რაიონული სახელმწიფო არქივი

ადიგენის რაიონული სახელმწიფო არქივი

ამბროლაურის რაიონული სახელმწიფო არქივი

ასპინძის რაიონული სახელმწიფო არქივი

ახალგორის რაიონული სახელმწიფო არქივი

ახალქალაქის რაიონული სახელმწიფო არქივი

ახალციხის რაიონული სახელმწიფო არქივი

ახმეტის რაიონული სახელმწიფო არქივი

ბაღდათის რაიონული სახელმწიფო არქივი

ბოლნისის რაიონული სახელმწიფო არქივი

ბორჯომის რაიონული სახელმწიფო არქივი

გარდაბნის რაიონული სახელმწიფო არქივი

გორის რაიონული სახელმწიფო არქივი

გურჯაანის რაიონული სახელმწიფო არქივი

დედოფლისწყაროს რაიონული სახელმწიფო არქივი

დმანისის რაიონული სახელმწიფო არქივი

დუშეთის რაიონული სახელმწიფო არქივი

ვანის რაიონული სახელმწიფო არქივი

ზესტაფონის რაიონული სახელმწიფო არქივი

ზუგდიდის რაიონული სახელმწიფო არქივი

თელავის რაიონული სახელმწიფო არქივი

თეთრიწყაროს რაიონული სახელმწიფო არქივი

თერჯოლის რაიონული სახელმწიფო არქივი

თიანეთის რაიონული სახელმწიფო არქივი

კასპის რაიონული სახელმწიფო არქივი

ლაგოდეხის რაიონული სახელმწიფო არქივი

ლანჩხუთის რაიონული სახელმწიფო არქივი

ლენტეხის რაიონული სახელმწიფო არქივი

მარნეულის რაიონული სახელმწიფო არქივი

მარტვილის რაიონული სახელმწიფო არქივი

მესტიის რაიონული სახელმწიფო არქიwვი

მცხეთის რაიონული სახელმწიფო არქივი

ნინოწმინდის რაიონული სახელმწიფო არქივი

ოზურგეთის რაიონული სახელმწიფო არქივი

ონის რაიონული სახელმწიფო არქივი

საგარეჯოს რაიონული სახელმწიფო არქივი

სამტრედიის რაიონული სახელმწიფო არქივი

საჩხერის რაიონული სახელმწიფო არქივი

სენაკის რაიონული სახელმწიფო არქივი

სიღნაღის რაიონული სახელმწიფო არქივი

ქარელის რაიონული სახელმწიფო არქივი

ყაზბეგის რაიონული სახელმწიფო არქივი

ყვარლის რაიონული სახელმწიფო არქივი

ჩოხატაურის რაიონული სახელმწიფო არქივი

ჩხოროწყუს რაიონული სახელმწიფო არქივი

ცაგერის რაიონული სახელმწიფო არქივი

წალენჯიხის რაიონული სახელმწიფო არქივი

წალკის რაიონული სახელმწიფო არქივი

ხარაგაულის რაიონული სახელმწიფო არქივი

ხაშურის რაიონული სახელმწიფო არქივი

ხობის რაიონული სახელმწიფო არქივი

ხონის რაიონული სახელმწიფო არქივი

ჯავის რაიონული სახელმწიფო არქივი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური სახელმწიფო არქივი

გაგრის საქალაქო სახელმწიფო არქივი

ტყვარჩელის საქალაქო სახელმწიფო არქივი

გალის რაიონული სახელმწიფო არქივი

გუდაუთის რაიონული სახელმწიფო არქივი

გულრიფშის რაიონული სახელმწიფო არქივი

ოჩამჩირის რაიონული სახელმწიფო არქივი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური სახელმწიფო არქივი

ქედის რაიონული სახელმწიფო არქივი

ქობულეთის რაიონული სახელმწიფო არქივი

ხელვაჩაურის რაიონული სახელმწიფო არქივი

ხულოს რაიონული სახელმწიფო არქივი

შუახევის რაიონული სახელმწიფო არქივი.

ე.შევარდნაძე