საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

  • Word
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 26/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
78
25/01/2006
სსმ, 10, 26/01/2006
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (26/01/2006 - 01/09/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №78

2006 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

1. „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-11 მუხლის შესაბამისად:

ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია თანამდებობრივ სარგოზე დაუწესდეთ დანამატი არა უმეტეს თანამდებობრივი სარგოს 50%-ისა;

ბ) გადაწყვეტილებას იმ მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის ან საამისოდ საჭირო ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელთაც სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ადგილას არ აქვთ საცხოვრებელი ბინა, იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. ამ ბრძანებულების პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული დანამატებისა და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს „2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საერთო სასამართლოებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის   1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი