საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო მუზეუმის – საქართველოს ეროვნული გალერეის შექმნის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო მუზეუმის – საქართველოს ეროვნული გალერეის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1074
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 23/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 19/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1074
21/12/2005
სსმ, 149, 23/12/2005
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო მუზეუმის – საქართველოს ეროვნული გალერეის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (23/12/2005 - 15/03/2007)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1074

2005 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო მუზეუმის – საქართველოს ეროვნული გალერეის შექმნის შესახებ

1. სახელმწიფო მუზეუმის – საქართველოს ეროვნული გალერეის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო მუზეუმი – საქართველოს ეროვნული გალერეა (შემდგომში – მუზეუმი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) განახორციელოს მუზეუმის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის საქართველოს ეროვნული გალერეის ბალანსზე არსებული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

 მ. სააკაშვილი