„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110401002, 01/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016306
  • Word
146
31/03/2011
ვებგვერდი, 110401002, 01/04/2011
470230000.10.003.016306
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 146

2011 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის 77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის 77 დადგენილებაში (სსმ, 17.02.2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 5 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ პროგრამის ფარგლებში ორსულებში B ჰეპატიტის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტების შესყიდვა ხორციელდება 2011 წლის პირველ აპრილამდე სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის, ხოლო 2011 წლის პირველი აპრილიდან – ამ ნაწილში მისი უფლებამონაცვლე სამინისტროს მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული ტესტები შემსყიდველის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეშვეობით გადაეცემა ამ დანართის მე-3 მუხლის ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც გამოვლინდება პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“.

2. 6 დანართის (ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ნაწილში პროგრამის განმახორციელებელია 2011 წლის პირველ აპრილამდე სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, ხოლო 2011 წლის პირველი აპრილიდან – ამ ნაწილში მისი უფლებამონაცვლე სამინისტრო.“.

3. 8 დანართის (ნარკომანია) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. მომსახურების განხორციელების მექანიზმები

პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.“.

4. 12 დანართის (იმუნიზაცია) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მე-3 მუხლის ა“ და ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილში პროგრამის განმახორციელებელია 2011 წლის პირველ აპრილამდე სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, ხოლო 2011 წლის პირველი აპრილიდან – ამ ნაწილში მისი უფლებამონაცვლე სამინისტრო.“.

5. 15 დანართის (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია):

ა) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. პროგრამის ფარგლებში ჰემოდიალიზისა და პერიტონეული დიალიზის მომსახურების მიმწოდებელი გამოვლენილად ითვლება მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საქონლის მიწოდების შემთხვევაში. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ჰემოდიალიზისა და პერიტონეული დიალიზის მომსახურების მიმწოდებელი პროგრამით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებას იწყებს მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საქონლის (სადიალიზე მასალების, კათეტერის, მედიკამენტების) მიწოდებისთანავე.;

ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილში პროგრამის განმახორციელებელია 2011 წლის პირველ აპრილამდე სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, ხოლო 2011 წლის პირველი აპრილიდან – ამ ნაწილში მისი უფლებამონაცვლე სამინისტრო.“.

6. 27 დანართის (მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მედიკამენტების, საკვები დანამატისა და მომსახურების შესყიდვას 2011 წლის პირველ აპრილამდე უზრუნველყოფს სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, ხოლო 2011 წლის პირველი აპრილიდან – ამ ნაწილში მისი უფლებამონაცვლე სამინისტრო.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 31 მარტიდან.

ნ. გილაური