„საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 თებერვლის №57 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 თებერვლის №57 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/04/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 30/04/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 07/04/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
196
25/04/2002
სსმ, 41, 30/04/2002
000000000.00.00.000000
„საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 თებერვლის №57 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №196

2002 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 თებერვლის №57 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 თებერვლის №57 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა (რ. შიშნიაშვილი) უზრუნველყონ საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (როგორც გარემოს გლობალური ფონდის (GEF) აღმასრულებელი სააგენტო) შორის გრანტების თაობაზე (პროექტი (GEF-PPG TF-20446), 1998 წლის 12 აგვისტოს და საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი (GEF TF-023968), 2001 წლის 4 ოქტომბერს ხელმოწერილი ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ცენტრის საქმიანობის კონტროლი“.

2. „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 თებერვლის №57 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების I თავის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრის ძირითადი მიზანია საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (როგორც გარემოს გლობალური ფონდის (GEF) აღმასრულებელი სააგენტო) შორის გრანტების თაობაზე (პროექტი GEF-PPG TF-20446), 1998 წლის 12 აგვისტოსა და საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი (GEF TF-023968), 2001 წლის 4 ოქტომბერს (შემდგომში – პროექტი) ხელმოწერილი ხელშეკრულებების განხორციელება.“;

ბ) დებულების I თავის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 84.“;

გ) დებულების III თავის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მეურვეთა  საბჭოს სხდომები იმართება კვარტალში ერთხელ, რიგგარეშე სხდომა შეიძლება გაიმართოს მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს წევრთა უმრავლესობის ან ცენტრის დირექტორის მოთხოვნით.“;

დ) დებულების III თავის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ბანკთან შეთანხმებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ე) დებულების III თავის მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე და ასრულებს თავის მოვალეობას ბანკთან შეთანხმებული ტექნიკური დავალების საფუძველზე ამ დებულებით დასახული მიზნების მისაღწევად, პროექტის ამოცანების შესასრულებლად;“;

ვ) დებულებას დაემატოს VI თავი:

„VI. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

ცენტრის საფინანსო და დაცული ტერიტორიების განვითარების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს შესაბამისად ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.“.

3. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის მეურვეთა საბჭო დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:

რამაზ შიშნიაშვილი – საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარე

ელგუჯა (გია) გვაზავა – საქართველოს პარლამენტის  დაცული ტერიტორიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე

გიორგი გიგაური – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორი

მერაბ დვალი – საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

ირაკლი ელიავა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

დავით კირვალიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის  მინისტრი

გიორგი ნახუცრიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ბიძინა სონღულაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

გიორგი შაიშმელაშვილი – საქართველოს პარლამენტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი

პაატა შანშიაშვილი – საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის დირექტორი (სათათბირო ხმის უფლებით)

გელა ჩარკვიანი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე

კახა ჩიტაია – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე

ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაც­ვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავ­მჯდომარე

მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი

ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი

პაატა ჭარაქაშვილი – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი.

ე. შევარდნაძე