დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების პროექტების კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 თებერვლის №43 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 447 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/07/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35(42), 24/07/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
მრძანებულება №447
1999 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
„კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების პროექტების კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 თებერვლის №43 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 თებერვლის №43 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანებულების პირველ პუნქტში, კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ: საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ივანე ჩხარტიშვილი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჯონი ხეცურიანი.
2. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „უცხოელ პარტნიორებთან საქართველოს ტერიტორიის გავლით ნავთობის მილსადენებით ტრანსპორტირებისა და ამასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების საკითხებზე მოლაპარაკებას აწარმოებს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“, ხოლო გაზის მილსადენებით ტრანსპორტირებისა და ამასთან დაკავშირებული პროექტების საკითხებზე - სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია“, რომლებიც სათანადო სამინისტროებსა და უწყებებთან შეთანხმებით კომისიას წარუდგენენ შესაბამის დასკვნებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.“
3. ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მომავალი ნავთობსადენებისა და გაზსადენების ზუსტი მარშრუტების განსაზღვრის, აგრეთვე მილსადენების პროექტების განვითარების ოპტიმიზაციის საჭიროებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილად იქნეს მიღებული მილსადენებით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პროექტის განვითარების კოორდინირებული გენერალური გეგმების შემუშავება, მათი საჭიროებისამებრ განახლება და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.“
4. ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „საქართველოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ“ მოახდინოს ნავთობსადენების, ხოლო სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ“ – გაზსადენების და მათთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებით დაინტერესებული ნავთობისა და გაზის კომპანიების და სხვა მხარეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებისა და დოკუმენტაციის ექსპერტიზა, აგრეთვე ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება, რომელთა საფუძველზეც შეიმუშაოს ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული გეგმა.“.
5. ბრძანებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებმა ნავთობსადენების, გაზსადენებისა და მათთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების ყველა ლიცენზია (ნებართვა) უნდა გასცენ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული გეგმის შესაბამისად.“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები