დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5/34 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 29/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110331053, 12/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.111.016077 |
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №5/34
2011 წლის 29 მარტი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილებაში (სსმ V, 10/01/2011), კერძოდ: თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილების დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამსახურის უფროსი უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეები და სამართალდამრღვევ პირს შეუფარდოს შესაბამისი სახდელი”.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები