დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/63 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5/26 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 29/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110331044, 12/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.111.016069 |
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №5/26
2011 წლის 29 მარტი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/63 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/63 დადგენილებაში (სსმ, 10/01/2011 წელი), კერძოდ: დადგენილების დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საბინაო ფონდის, მრავალსართულიანი სახლების ლიფტების, ქალაქის რადიო საათის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, პარკების, სპორტული და საბავშვო მოედნების მოვლა-პატრონობის სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამისი ღონისძიებების კონტროლს;“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები