გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ შექმნის შესახებ

  • Word
გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/02/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 08/02/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 12/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
31
03/02/2000
სსმ, 8, 08/02/2000
000000000.00(0).000.000000
გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/02/2000 - 09/06/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №31

2000 წლის 3 თებერვალი

 ქ. თბილისი

გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ შექმნის შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე გეოდინამიკურ პროცე­სებზე დაკვირვების, მათი განვითარების კანონზომიერების დადგენისა და მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზირების განხორციელებისათვის საჭირო ჰიდროგეოდეფორმაციული ველის ცვლილებათა მაფიქსი­რებელი ავტომატიზებული სისტემის შექმნისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ასევე კავკასიაში ინფორმაციის გაცვლისა და დაკვირვების ერთიანი მონიტორინგული სისტემის შექმნის ხელშეწყობის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და სააქციო საზოგადოება „გეოლოგის“, სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ცენტრის ბაზაზე, დეპარ­ტამენტის გამგებლობაში, შეიქმნას საქვეუწყებო დაწესებულება „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრი“.

2. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ჯანელიძე) დადგენილი წესით დაამტკიცოს სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის დებულება.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) აღნიშნული საქვეუწყებო ორგანიზაციის შენახვის ხარჯები გაითვა­ლისწინოს საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, №6 პროგრამით („საქართველოს ტერიტორიის სეისმური საშიშროების შეფასება ჰიდროდეფორმაციული ველის მონი­ტორინგით“) გათვალისწინებული საშტატო ერთეულებით, საქარ­თველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

4. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ოქტომბრის №605 ბრძა­ნებულებაში და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების VI თავის 27-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: საქვეუწყებო დაწესებულება „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრი“.

ე. შევარდნაძე