დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის,მისი გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5-18 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110331040, 04/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.156.016048 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/04/2011 - 15/04/2011)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5-18
2011 წლის 31 მარტი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მისი გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №1 და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 24 მარტის №08-3-14/3757 შეთანხმების დამადასტურებელი წერილი თან ერთვის).
2. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის წესი (დანართი №2).
3. დამტკიცდეს ნებართვის გამცემის მიერ სანებართვო მოწმობის შევსებისა და მისი გადაცემის წესი (დანართი №3).
4. დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესი (დანართი №4).
5. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №5).
6. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №6).
7. მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემა, შევსება, გადაცემა, აღრიცვა-ანგარიშგება და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარ სპეციალისტს მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში – მთავარ არქიტექტორს.
8. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე
დანართი №1
მშენებლობის სანებართვო მოწმობა
ნებართვა №___
ნებართვის გაცემის თარიღი: 201 წლის --------------------
_____________________________________________________________________________________
ნებართვა ძალაშია 201 წლის -------------------- -მდე
დამკვეთი -----------------------------------------------------------------------------------------------------
(დასახელება)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი)
მშენებლობის ობიექტი -------------------------------------------------------------------------------------
(დასახელება, ფუნქციური დანიშნულება)
_____________________________________________________________________________________
(მისამართი / ადგილმდებარეობა)
_____________________________________________________________________________________
(მიწის ნაკვეთის სარეესტრო ნომერი)
პროექტი შეთანხმებულია დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან.
ნებართვა გაიცა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
201 წლის --------------------------- № ------ ბრძანებით.
ნებართვაზე ხელმომწერი პირი: ___________________________
სახელი, გვარი
___________________________
თანამდებობა
ბ.ა.
სანებართვო პირობები
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
დანართი №2
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის წესს.
2. სანებართვო მოწმობა გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით და მისი მიზანია დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობა გაიცეს იმ დამკვეთზე, რომელიც წარმოადგენს ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.
3. მშენებლობის ნებართვის მისაღებად დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს:
ა) მიწის ნაკვეთ(ებ)ის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა;
ბ) საპროექტო სამუშაოებისათვის საჭირო საწყისი მონაცემების მოძიება;
გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
დ) შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისას, საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის საჭირო კვლევა;
ე) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტის მომზადება;
ვ) ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად სათანადო სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შედგენა და წარდგენა;
ზ) სავალდებულო საექსპერტო შეფასების განხორციელება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად;
თ) საჭიროების შემთხვევაში, სამშენებლო დოკუმენტებში ცვლილებების შეტანა;
ი) შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობა;
კ) კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო სხვა მოთხოვნების შესრულება.
დანართი №3
ნებართვის გამცემის მიერ მშენებლობის სანებართვო მოწმობის შევსებისა და მისი გადაცემის წესი
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს სანებართვო მოწმობის შევსების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2
სანებართვო მოწმობის ერთი ეგზემპლარი ნებართვის გამცემის მიერ შევსებული სახით გადაეცემა ნებართვის მფლობელს, ხოლო მისი მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს.
მუხლი 3
1. სანებართვო მოწმობის შევსებისას მასში აღინიშნება:
ა) ნებართვის გაცემის თარიღი;
ბ) ნებართვის მოქმედების ვადა;
გ) დამკვეთის დასახელება და მისი მისამართი;
დ) მშენებლობის ობიექტის დასახელება, ფუნქციური დასახელება მისამართი/ ადგილმდებარეობა;
ე) მიწის ნაკვეთის სარეესტრო ნომერი;
ვ) ნებართვის გაცემის საფუძველი;
ზ) სანებართვო პირობები.
2. სანებართვო მოწმობას ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე.
დანართი №4
სანებართვო მოწმობის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს სანებართვო მოწმობის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. სანებართვო მოწმობის წარმოება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.
მუხლი 2. სანებართვო მოწმობის დამზადება და დამცავი ნიშნები
1. სანებართვო მოწმობა მზადდება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობებით მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.
3. სანებართვო მოწმობის ბოლო გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება სანებართვო მოწმობის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და სანებართვო მოწმობის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).
4. სანებართვო მოწმობის დამცავ ნიშნად გამოყენებულ იქნეს დმანისის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა მკრთალ ფერში, გამოსახული სანებართვო მოწმობის ბლანკის მთლიან ფონზე.
5. დამზადებული სანებართვო მოწმობის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.
მუხლი 3. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა
1. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.
3. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღრულ პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 4. სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
1. სანებართვო მოწმობის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №5).
2. სანებართვო მოწმობა, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს სანებართვო მოწმობის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოწმობის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, სანებართვო მოწმობის წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
დანართი №5
სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
|
|
|
| სანებართვო მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი | სანებართვო მოწმობის მიმღები პირი |
| სანებართვო მოწმობის შემდგენელი პირი | |||||||||
| № | გაცემის თარიღი | სანებართვო მოწმობის № | გვარი | სახელი | თანამდებობა | ხელმოწერა | გვარი | სახელი | თანამდებობა | ხელმოწერა | შედგენილი სანებართვო მოწმობის № | გვარი | სახელი | თანამდებობა | ხელმოწერა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა
1. სანებართვო მოწმობა გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობა ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად.
3. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №6
დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტი №
დმანისი __ ________ 201_ წელი
| სანებართვო მოწმობის № | რაოდენობა | თარიღი | ჩამოწერის საფუძველი | შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით.
საქართველო დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
Local Council (Sakrebulo) of Dmanisi Municipality
| 1700 ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. 41 41, Tsminda nino street 1700 Dmanisi town, Georgia ტელ.: 8 (260) 2-24-24, 2-16-40 Tel.: 8 (260) 2-24-24, 2-16-40 ფაქსი: 8 (260) 2-16-40 Fax: 8 (260) 2-16-40
|
მშენებლობის სანებართვო მოწმობა
ნებართვა №___
ნებართვის გაცემის თარიღი: 201 წლის --------------------
____________________________________________________________________________________
ნებართვა ძალაშია 201 წლის -------------------- -მდე
დამკვეთი ---------------------------------------------------------------------------------------------------
(დასახელება)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი)
მშენებლობის ობიექტი -----------------------------------------------------------------------------------
(დასახელება, ფუნქციური დანიშნულება)
__________________________________________________________________________________
(მისამართი / ადგილმდებარეობა)
__________________________________________________________________________________
(მიწის ნაკვეთის სარეესტრო ნომერი)
პროექტი შეთანხმებულია დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან.
ნებართვა გაიცა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
201 წლის --------------------------- №------ ბრძანებით.
ნებართვაზე ხელმომწერი პირი: ___________________________
სახელი, გვარი
___________________________
თანამდებობა
ბ.ა.
სანებართვო პირობები
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები