დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2-8 დადგენილებაში „ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5-17 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110331039, 04/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.156.016047 |
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5-17
201 1 წლის 31 მარტი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2-8 დადგენილებაში ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” №2-8 დადგენილების დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ ჰექტარზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთ ებია:
| № | მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი / ჰა |
| 1 | სახნავი | 82 |
| 2 | საკარმიდამო | 82 |
| 3 | სათიბები | 18 |
| 4 | საძოვრები | 15 |
| 5 | ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები | 30 |
| 6 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | 3 |
“.
2. ამოღებული იქნას მე-5 და მე-6 მუხლები.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით :
„არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთებია :
|
№ |
ტერიტორია | საბაზისო განაკვეთი (ლარი) | ტერიტორიული კოეფიციენტი | გადასახადის განაკვეთი (ლარი) |
| 1 | ქალაქი დმანისი | 0.24 | 1,3 | 0,31 |
| 2 | დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორიები | 0.24 | 0,7 | 0,17 |
მუხლი 2
დაემატოს 81 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
გ) ავტოფარეხები.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯ დომარე ბ . მგელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები