დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 705 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/12/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2(9), 28/01/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/01/1999 - 25/12/2008)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №705
1998 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა პრაქტიკის კოორდინაციისა და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრის, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების, რეგიონების საგარეო ურთიერთობათა გამოცდილების სისტემატიზაციის, ანალიზისა და განზოგადების მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა საკონსულტაციო საბჭო.
2. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა საკონსულტაციო საბჭოს თანდართული დებულება.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) დაამტკიცოს საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა.
ე. შევარდნაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა საკონსულტაციო საბჭოს
დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა საკონსულტაციო საბჭო წარმოადგენს საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა კოორდინირებული პოლიტიკისა და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრის ხელშემწყობ საკონსულტაციო-საზოგადოებრივ ორგანოს.
2. საკონსულტაციო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი ნორმატიული აქტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებითა და ამ დებულებით.
II. საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზნები და ფუნქციები
საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზნები და ფუნქციებია:
1. საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა კოორდინირებული პოლიტიკისა და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში ხელშეწყობა;
2. საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა პრაქტიკის ეფექტიანობის ამაღლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
3. საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტების პროექტების მომზადებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
4. საქართველოს რეგიონების წარმომადგენელთა პერიოდული ინფორმირება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების, მთლიანად, საერთაშორისო მდგომარეობისა და საგარეო-ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ;
5. რეგიონების საერთაშორისო ურთიერთობათა გამოცდილების სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადება;
6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისი დეპარტამენტების ეგიდით მოწყობილი თემატური კონფერენციების, სხდომებისა და შეხვედრების მომზადებაში სათანადო განხრით ხელშეწყობა;
7. საერთაშორისო-სამეცნიერო ტექნიკური პროგრამებისა და ფონდების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ტექნოლოგიების გაცვლისა და გადაცემის ორგანიზაციაში დახმარება; საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის, საზღვარგარეთ მივლინებებსა და სტაჟირებაზე საგარეო ურთიერთობების მუშაკთა გაგზავნის რეკომენდირება-ხელშეწყობა;
8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად საქართველოს რეგიონების უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის ეფექტიანობის შესახებ ანალიტიკური მასალების მომზადება და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სათანადო სამსახურებისათვის წარდგენა;
9. უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი საწარმოების შექმნის პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე საქართველოს რეგიონების ხელმძღვანელობასთან ერთად, ადგილობრივი რესურსების ბაზაზე სამრეწველო და სხვა სახის საექსპორტო პროდუქციის წარმოებისათვის ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავება.
III. საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის პრინციპები
1. საკონსულტაციო საბჭო მოიწვევა კვარტალში ერთხელ. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის მუშაკები, რეგიონების შესაბამისი დარგის ხელმძღვანელები, დარგობრივ სამინისტროთა წარმომადგენლები, მეცნიერები.
2. საკონსულტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს ღებულობს ღია კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით.
3. საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს შორის მუდმივ აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს საკონსულტაციო საბჭოს სამდივნო, რომელიც ამზადებს საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს, ახორციელებს შესაბამის ორგანიზაციულ-ოპერატიულ ღონისძიებებს, ხელს უწყობს საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და სათანადო ინფორმაციას აწვდის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს.
4. სამდივნოს ფუნქცია ეკისრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა კოორდინაციისა და ანალიზის სამმართველოს და საბჭოს მიერ მონაცვლეობით არჩეულ წევრებს.
5. საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში მყოფი საქართველოს რეგიონების ადმინისტრაციები საბჭოს სხდომათა ადგილისა და კონკრეტული მიმართულების შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები