საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს შესახებ
დოკუმენტის ნომერი 465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/11/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 126, 27/11/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
465
15/11/2001
სსმ, 126, 27/11/2001
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/11/2001 - 19/11/2002)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №465

2001 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს შესახებ

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის, თაობებს შორის ურთიერთშეთანხმებისა და დიალოგისათვის ხელშეწყობის მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭო.

2. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს თანდართული დებულება.

3. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თ. ისაკაძემ.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი ახალგაზრდული საბჭოს დებულებისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 6 აპრილის 132 ბრძანებულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს დებულება

I. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭო (შემდგომში _ საბჭო) არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს მას სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში.

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

II. საბჭოს მიზნები და ამოცანები

3. საბჭოს მიზნებია:

ა) გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობისათვის ყველა პირობის შექმნა;

ბ) ახალგაზრდების შესაძლებლობათა განვითარება, რათა მათ გააცნობიერონ თავიანთი უფლება-მოვალეობები და მიიღონ აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

გ) ახალგაზრდების მონაწილეობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემუშავებული კანონპროექტების განხილვაში;

დ) ახალგაზრდების აზრის გათვალისწინებისათვის ხელშეწყობა შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში;

ე) ახალგაზრდების პრობლემების წარმოჩენა, განხილვა და გადაჭრის პროცესში მათი აქტიური ჩაბმისათვის ხელშეწყობა;

ვ) ახალგაზრდების აზრის თავისუფლად გამოთქმისათვის ხელშეწყობა;

ზ) სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში თაობებს შორის ურთიერთშეთანხმებისა და დიალოგისათვის ხელშეწყობა.

III. საბჭოს საქმიანობა

4. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი.

5. საბჭოს საქმიანობის ძირითადი ფორმაა საბჭოს სხდომები.

6. საბჭოს მორიგი სხდომები მოიწვევა სამ თვეში ერთხელ.

7. საბჭოს რიგგარეშე სხდომები მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის და/ან საბჭოს წევრთა სულ ცოტა ერთი მესამედის მოთხოვნით.

8. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ერთი მესამედი მაინც.

9. საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

10. საბჭოს გადაწყვეტილებები წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.

11. საბჭოს საქმიანობას ორგანიზაციას უწევს საბჭოს სამდივნო.

12. სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების მომზადებას.

13. სამდივნო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს საბჭოს სხდომების მოწვევის დროსა და დღის წესრიგს.

14. სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

IV. საბჭოს წევრობა და წევრთა უფლება-მოვალეობანი

15. საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) შეიტანოს თავისი წინადადებები და რეკომენდაციები საბჭოს მიერ განსახილველი საკითხების შემუშავებასთან დაკავშირებით;

ბ) დააყენოს საკითხი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ;

გ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოში წარმოდგენილი წინადადებების განხილვაში.

16. საბჭოს წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში, დაესწროს მის სხდომებს;

ბ) დაიცვას ეს დებულება.

17. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.