აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 110-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 30/03/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110331035, 04/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016003
  • Word
110-უ.ს.რ.ს.
30/03/2011
ვებგვერდი, 110331035, 04/04/2011
010240080.51.056.016003
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინადადებით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით უმაღლესი საბჭოს პლენარული (რიგგარეშე) სხდომის გამართვა შესაძლებელია, კონკრეტული თემატიკიდან გამომდინარე, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ადგილსამყოფლის გარეთ – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე.“.

2. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ბიუროს სხდომას წარმართავს უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.“.

3. 141-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს და უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს (გარდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსისა) უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.

4. 142-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს (გარდა უმაღლესი საბჭოს აპარატის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებისა) უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს აპარატის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებას, ამავე დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 აპრილიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე

ბათუმი,

2011 წლის 30 მარტი  

№110–უ.ს.რ.ს.