საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შექმნის, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შექმნის, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 361
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 83, 21/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
361
19/06/2006
სსმ, 83, 21/06/2006
000000000.00.00.000000
საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შექმნის, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (21/06/2006 - 25/09/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №361

2006 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შექმნის, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადების მიზნით, „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან შეიქმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან არსებული აკრედიტაციის საბჭოს დებულება დანართი №1 შესაბამისად.

3. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან არსებული აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა №2 დანართის შესაბამისად.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულება (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1998 წ., №14, გვ. 15).

მ. სააკაშვილი

 

 

დანართი №1

საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს დებულება

    მუხლი 1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს შექმნის მიზანი

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭო (შემდეგში – საბჭო) იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან (შემდეგში – სამსახური).

2. საბჭოს მიზანია საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება, რისთვისაც შეისწავლის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს სამსახურს.

3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

4. საბჭო საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

    მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები

1. საბჭოს ფუნქციებია:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და სამსახურისათვის წარდგენა;

ბ) აკრედიტაციის ექსპერტთა მიერ სამსახურში წარდგენილი დასკვნების განხილვა და მათ საფუძველზე აკრედიტაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების წარდგენა სამსახურისათვის.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციასთან დაკავშირებით საბჭო სამსახურს წარუდგენს შემდეგი სახის ერთ-ერთ რეკომენდაციას:

ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ;

დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

    მუხლი 3. საბჭოს რეგლამენტი

1. საბჭოს მორიგი სხდომები მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, აგრეთვე სამსახურის დირექტორის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში. საბჭოს სხდომებს იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს არანაკლებ 3 წევრს წერილობითი მოთხოვნით.

2. საბჭოს სხდომებს უძღვება თავმჯდომარე. იგი წინასწარ ადგენს სხდომის დღის წესრიგს და აცნობს საბჭოს წევრებს.

3. საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

4. საბჭოს სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლიათ სამსახურის თანამშრომლებსა და აკრედიტაციის ექსპერტებს, ასევე ნებისმიერ პირს საბჭოს გადაწყვეტილებით.

5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა 2/3. აკრედიტაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის წარდგენის გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სხვა საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმის გაყოფის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.

6. სხდომის შედეგები ფორმდება ოქმით. ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

    მუხლი 4. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭოს წევრების რაოდენობა შეადგენს 9 წევრს, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 3 წლით. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ან:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;

დ) ექვსი თვის განმავლობაში საბჭოს სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში;

ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც შეუთავსებელია აკრედიტაციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან;

ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

3. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

 

დანართი №2

საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა

ნინო ხურციძე – „ამერიკის იურისტთა ასოციაციის ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივის“ უფროსი იურიდიული მრჩეველი, საბჭოს თავმჯდომარე

თეიმურაზ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ბორის გითოლენდია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის ვიცე-პრეზიდენტი

ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

გიორგი თოდუა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

ნინო ოკრიბელაშვილი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

რამაზ ქვათაძე – საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათ­ლებ­ლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ აღმასრულებელი დირექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საბჭოს მდივანი

თამარ ქვარიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი.