დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასწავლო ცენტრის (როგორც დეპარტამენტის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების) შექმნისა და „საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 აგვისტოს №500 ბრძანებულებაში დამატებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 504 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 09/12/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 120, 13/12/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №504
2002 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასწავლო ცენტრის (როგორც დეპარტამენტის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების) შექმნისა და „საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 აგვისტოს №500 ბრძანებულებაში დამატებების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - დაზვერვის სასწავლო ცენტრი.
2. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს.პავლიაშვილი), როგორც სახელმწიფოსაგან უფლებამოსილმა მესაკუთრემ, განახორციელოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბალანსზე რიცხული საგარეო დაზვერვის ფაკულტეტისათვის განკუთვნილი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით.
3. ქონების გაყოფასთან დაკავშირებული და სხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით 2 კვირაში შეიქმნას კომისია, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო უშიშროების, ფინანსთა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
4. „საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 აგვისტოს №500 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების VI თავში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) 23-ე მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „დეპარტამენტის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა დაზვერვის სასწავლო ცენტრი“;
ბ) 24-ე მუხლს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „კ) დაზვერვის სასწავლო ცენტრი დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელთა სპეციალურ პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას“.
5. სასწავლო ცენტრის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 52 ერთეულით. ამათგან 13 საშტატო ერთეული სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საშტატო რიცხოვნობის, ხოლო 39 საშტატო ერთეული დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობის ხარჯზე.
6. ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტის საფუძველზე ორ კვირაში მომზადდეს ცვლილებები სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობის განმსაზღვრელ შესაბამის აქტებში.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.გოგიაშვილი) დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე დაზვერვის სასწავლო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის მოამზადოს კანონპროექტი „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები