დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2409 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 15/07/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.140.000.05.001.001.312 |
საქართველოს კანონი
„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 31(38) 1999 წელი, მუხ. 165) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგი – სურსათისა და თამბაქოს ნაწარმის ხარისხის რეგულარული ანალიტიკური გამოკვლევის, ტესტირებისა და შეფასების სისტემა ობიექტური ინფორმაციის მიღების, ანალიზის, საექსპერტო დასკვნებისა და პროგნოზების მომზადების მიზნით.“.
2. მეხუთე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V
კონტროლი და მონიტორინგი“
3. მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. კონტროლი და მონიტორინგი“.
4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური. სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ნორმატიული აქტით, ხოლო მონიტორინგის წარმართვის სამართლებრივი რეჟიმი – საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.“.
5. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. 2004 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება „სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2003 წლის 20 ივნისი.
№2409–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები