დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და თანამშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 484 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/08/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40(47), 18/08/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/08/1999 - 19/09/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №484
1999 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და თანამშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რექტორთა საბჭოს თხოვნა და ნება დაერთოთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებული ფორმებით დროებით, არა უმეტეს 5 წლით გაცემისა და ამორტიზებული, გამოუყენებელი აქტიური ნაწილის გაყიდვისათვის.
2. ამ ბრძანებულების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები ჩაირიცხოს შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლების ანგარიშზე და გამოყენებულ იქნეს მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზების განმტკიცებისა და თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირებისათვის.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები