დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს მთის რეგიონების განვითარების პროგრამის განხორციელების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 449 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/07/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35(42), 24/07/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/07/1999 - 10/08/2000)
საქართველოს პრეზიდენტის
მრძანებულება №449
1999 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს მთის რეგიონების განვითარების პროგრამის განხორციელების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შესახებ
1. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს მთის რეგიონების განვითარების პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით შეიქმნას საკოორდინაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
თეიმურაზ ბერიძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი
დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ჯონი ხეცურიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
გივი ჯაფარიძე – საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. კომისიას მიეცეს უფლება, მოიწვიოს თანამდებობის პირები, მოითხოვოს მათგან პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები, ანალიტიკური და სხვა აუცილებელი მასალები.
3. კომისიამ უზრუნველყოს:
ა) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთის რეგიონების განვითარების სამუშაოთა კოორდინაცია;
ბ) მთის რეგიონების განვითარების პრიორიტეტების შესახებ წინადადებების IFAD-ში წარდგენა, ამ წინადადებების არსებული წესით საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარი განხილვის შემდეგ;
4. კომისიამ სისტემატურად წარმოადგინოს ინფორმაცია გაწეული მუშაობის შედეგებზე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები