დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა– ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110331004, 04/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016069 |
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2011 წლის 30 მარტი
ქ. ხონი
,,ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა- ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის № 36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა- ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ,, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის № 36 დადგენილებაში (სსმ 5, 2010 წ., №1334) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების №2 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა-წარმოების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსვლისა და გასავლის ჟურნალში.
2. დადგენილების (დანართი №2-ის) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,მკაცრი აღრიცხვის (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები