„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110331002, 04/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 14/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.129.016025
  • Word
8
30/03/2011
ვებგვერდი, 110331002, 04/04/2011
210020010.35.129.016025
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება № 8

2011 წლის 30 მარტი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის6 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 110321012, 23/03/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია:

ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ 1 ჰექტარ მიწაზე – 53 ლარი;

ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების 1 ჰექტარზე:

.ა) სათიბებზე – 10 ლარი

.) საძოვრებზე – 6 ლარი.“;

) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტია:

ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (. ჭიათურა) – 1,5;

) ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის – 1,4“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ.-ზე ქონების გადასახადი:

ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის (. ჭიათურა) – 0.36 ლარი;

ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიისათვის – 0.336 ლარი;

დ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

ქონების გადასახადი არ ვრცელდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე          გ. კაპანაძე