დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის სტატუსის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 418 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/07/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32(39), 09/07/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470210000.05.002.001592 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/07/1999 - 30/12/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №418
1999 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის სტატუსის დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს „სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის სტატუსის შესახებ“ თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
დებულება
სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის სტატუსის შესახებ
1. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორი (შემდგომში – რექტორი) ირჩევა „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, უმაღლესი სასწავლებლების დებულების გათვალისწინებით და საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვით უმაღლესი სასწავლებლის თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა შესაბამისად.
2. რექტორი პასუხისმგებელია:
– თანამედროვე დონის, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისათვის;
– სასწავლო, სამეცნიერო, აღმზრდელობითი და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხსა და დონეზე უმაღლესი სასწავლებლის ფარგლებში;
– საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა გადაწყვეტილებების რეალიზაციისათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3. რექტორი პირადი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაკისრებული ამოცანების განხორციელების თვალსაზრისით, ასრულებს სახელმწიფო წარმომადგენლის ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში.
4. რექტორის უფლება-მოვალეობები, კომპეტენცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის მართვაში, მისდამი დაქვემდებარებული კოლექტივის ხელმძღვანელობაში ქმნის რექტორის სტატუსს, რომელიც განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტებით, უმაღლესი სასწავლებლის წესდებითა და ამ დებულებით.
5. რექტორი პირადი სურვილით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა ადმინისტრაციულ ან სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე იმავე ან სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში შესაბამის ადმინისტრაციულ ან სამეცნიერო-პედაგოგიურ (არჩევით) თანამდებობაზე კონკურსის გარეშე არსებული ხელფასის, დანამატებისა და ამ დებუ-ლებით გათვალისწინებული პრივილეგიების შენარჩუნებით.
6. რექტორის მოღვაწეობის მატერიალური სტიმულირება და გარანტიები უზრუნველყოფილია:
– თანამდებობრივი სარგოთი, რომელიც ინიშნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
– პროფესორის წოდების შემთხვევაში, რექტორს დანამატის სახით ეძლევა ყოველთვიურად მისი ხელფასის 60 პროცენტი, ხოლო დოცენტის წოდების შემთხვევაში –40 პროცენტი;
– ყოველწლიურად კუთვნილი შვებულების წინ რექტორს მიეცემა მატერიალური დახმარება ერთი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით.
7. რექტორთა სანატორიულ-კურორტული მკურნალობა საქართველოს ტერიტორიაზე კუთვნილი შვებულების პერიოდში წელიწადში ერთხელ ორმხრივი მიმოსვლის ხარჯების ანაზღაურებით ხორციელდება შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის ბიუჯეტიდან. აღნიშნული უფლება უნარჩუნდება პიროვნებას, რომელსაც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში რექტორის თანამდებობაზე ნამუშევარი აქვს არანაკლებ 10 კალენდარული წელი.
8. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ვალდებულია აუნაზღაუროს რექტორს დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში მკურნალობის (როგორც არასტაციონარული, ისე სტაციონარული), მედიკამენტებისა და აუცილებელი სამედიცინო საშუალებების შესყიდვის ხარჯები.
9. ზემოხსენებული დანამატები, აგრეთვე რექტორთა შრომის პრემირება ხორციელდება სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის მიერ ამ უმაღლესი სასწავლებლისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.
10. რექტორი, მისდამი დაქვემდებარებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის ხარჯზე უზრუნველყოფილია სამსახურებრივი (პერსონალური) ავტომანქანით, ანდა შესაბამისი თანხით, რაც აუცილებელია სხვა სატრანსპორტო საშუალებების საქირაოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოსაყენებლად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები