დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ზოგიერთი სახის სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 413 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 30/06/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32(39), 09/07/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 30/11/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 190030000.05.002.001590 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/07/1999 - 06/04/2000)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №413
1999 წლის 30 ივნისი
ქ.თბილისი
ზოგიერთი სახის სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-20 პუნქტიდან გამომდინარე ზოგიერთი სახის სახელმწიფო საშინაო ვალის, კერძოდ, კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთნ დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებებისა და მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსში“ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით:
1. შეიქმნას სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე
ივანე ზოდელავა – ქ.თბილისის მერი, სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარე
მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
რევაზ გრიგოლია – მუნიციპალური საწარმო „თბილტრანსის“ გენერალური დირექტორი
ავთანდილ თოფურიძე – საქართველოს საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი
ვაჟა კობიაშვილი – საქართველოს კონტროლის პალატის ბიუჯეტისა და პრივატიზაციის კონტროლის დეპარტამენტის უფროსი
თეიმურაზ კოპალეიშვილი – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
გიორგი შერაძე – ქ. თბილისის პრემიერი
ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ზურაბ ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე
ჯონი ხეცურიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. დამტკიცდეს აღნიშნული სახელმწიფო კომისიის თანდართული დებულება.
3. დადგინდეს, რომ აღნიშნული სახელმწიფო კომისიის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს ნორმატიულ აქტებს, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად.
4. სახელმწიფო კომისიამ დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სისტემატურად იმუშავებს ზემოხსენებულ სახელმწიფო დავალიანებათა დაფარვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მოამზადებს წინადადებებს სახელმწიფო კომისიისათვის.
ე. შევარდნაძე
ზოგიერთი სახის საშინაო ვალის დაფარვის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის დებულება
I. ზოგადი დებულებები
კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებებისა და მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსში“ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
II. კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. კომისია:
ა) განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების წარმოქმნის საკითხებს და შეიმუშავებს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების განაწილების მექანიზმს, რომლის შესაბამისად ხორციელდება ზემოხსენებული სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვა;
ბ) უზრუნველყოფს ქმედითი ღონისძიებების გატარებას ზემოხსენებული სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის დროს წამოჭრილი პრობლემატური საკითხების გადასაწყვეტად.
III. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია უფლებამოსილია:
ა) დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე განიხილოს ზემოხსენებული სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვასთან დაკავშირებული საკითხები;
ბ) პერიოდულად მოითხოვოს ინფორმაცია სამუშაო ჯგუფისაგან ზემოხსენებული სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის ორგანიზებულად წარმართვისათვის გაწეული მუშაობის შესახებ;
გ) მოთხოვნისთანავე მიიღოს ორგანიზაციებისაგან, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, მისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები და ცნობები;
დ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეული მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების განსახილველად კომისიის სხდომაზე მოიწვიოს დაინტერესებული პირები, აგრეთვე სამინისტროებისა და უწყებების პასუხისმგებელი მუშაკები;
ე) სახელმწიფო კომისია უფლებამოსილი არ არის განიხილოს საკითხები, რომელიც არ არის დაკავშირებული ხსენებული სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვასთან.
IV. კომისიის ხელმძღვანელობა
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე, მათი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
V. კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. კომისიის უფლებამოსილება წყდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
დოკუმენტის კომენტარები