ადგილობრივი გადასახადის (ქონების) შემოღების და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ადგილობრივი გადასახადის (ქონების) შემოღების და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110330017, 01/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.154.016050
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
16
30/03/2011
ვებგვერდი, 110330017, 01/04/2011
040110030.35.154.016050
ადგილობრივი გადასახადის (ქონების) შემოღების და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/04/2011 - 14/04/2011)

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №16

 201 1 წლის 30 მარტი

აბა თიანეთი

ადგილობრივი გადასახადის ( ქონების ) შემოღების და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის,  საქართველოს საგასახადო კოდექსის მე-60, 202-, 204-ე და 206-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად,

 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი  ქონების გადასახადი და დადგინდეს მისი განაკვეთები:

  1. რეზიდენტი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის ქონების გადასახადი შეადგენს :

  ა) რეზიდენტი საწარმოსათვის/ ორგანიზაციისათვის – მის ბალანსზე  ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე – საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს;

ბ) არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მის ბალანს ე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობ ლობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, არამატერიალურ აქტივებზე, ლიზინგით გაცემულ ქონებაზე, მ.შ. იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ არსებულ ქონებაზე – საშუალო წლიური საბალანსი ნარჩენი ღირებულების 1%-ს.

2. ფიზიკური პირისათვის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის საკუთრებაში არსებული:

ა) უძრავი ქონება (მ.შ. დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები;

ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება;

გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და არამატერიალური აქტივები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.

3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით ;

ა) 100.000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,08 პროცენტ ;

ბ) 100.000 ლარისა და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9 პროცენტ ;

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ე ქონების გადასახადი შეადგენს:

სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი (ლარი/ჰა)

 

სახნავი და სხვა მიწები

 

1 ჰა.

საკარმიდამო

 

1 ჰა.

სათიბები

 

1 ჰა

საძოვრები

 

1 ჰა

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები 1 ჰა

ბუნებრივი რესურსები 1 ჰა

61 ლ.

61 ლ.

 16 ლ.

 10.

 25 ლ.

 3 ლ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწაზე ქონების გადასახადი თიანეთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შეადგენს 0.12 ლარს, გარდა დ.თიანეთისა და დ. სიონისა. ქონების გადასახადი გაანგარიშებულია შემდეგნაირად: საბაზისო განაკვეთი 0.24 ლარი X 0.5 კოეფიციენტზე = 0.12 ლ.

6. დ. თიანეთ სა და დ. სიონში არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი 1. კვ.მ-ზე შეადგენს 0. 24 ლარს. ქონების გადასახადი გაანგარიშებულია შემდეგნაირად: საბაზისო განაკვეთი 0.24 ლარი X 1 კოეფიციენტზე = 0.24 ლ.

7. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდნენ პირები:

ა) თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთ ებზე.

ბ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირები, ამ ბინებზე დამაგრებულ მათ თანასაკუთრებაში არსებულ მიწებზე.

      მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის 15 დადგენილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ .

     მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 აპრილიდან  წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.  

საკრებულოს თავმჯდომარე                . წიკლაური