დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/01/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 18/01/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №10
2001 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დაემატოს მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის შემოტანის საბაჟო გაფორმება-აღრიცხვის გასაუმჯობესებლად და აღურიცხავი მარკებით ნიშანდებული (მარკირებული) თამბაქოს ნაწარმის იმპორტის თავიდან ასაცილებლად საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ. მაჭავარიანი) უზრუნველყოს:
ა) აქციზური საქონლის გადაზიდვის ნებართვისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის ბარათის ფორმების შემუშავება, შენახვა, გამოყენება და დაბეჭდვა;
ბ) იმპორტიორის ბარათის ცენტრალიზებულად გაცემა იმპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების აღსრულების შემდეგ;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად ქვეყნის ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის ტრანზიტისა და რეექსპორტის საბაჟო რეჟიმებით გადაადგილებისას სათანადო ნებართვის გაცემა მხოლოდ ფულადი დეპოზიტის და/ან სახელმწიფოსათვის მისაღები საბანკო გარანტიისა და/ ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისის (იმპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი გადასახდელების ეკვივალენტური თანხით) წარმოდგენის შემდეგ;
დ) იმპორტის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტის განაცხადის საფუძველზე აქციზური მარკები მიეწოდება უშუალოდ თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელს (სერიისა და ნორმების დაფიქსირებით);
ე) 2001 წლის 1 მაისიდან უცხოური თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან არსებული აქციზური მარკების ნაშთების გადაცვლა დამატებით დამცავი ნიშნის მქონე აქციზურ მარკებზე.
9. ამ ბრძანებულების მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვის უზრუნველსაყოფად 2001 წლის 1 მაისამდე იმპორტიორებთან არსებული აქციზური მარკების ნაშთები სავალდებულო წესით უნდა წარედგინოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურს დამატებით დამცავი ნიშნის მქონე აქციზურ მარკებზე გადასაცვლელად.
მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის საფუძველზე საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ უშუალოდ თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებამდე აქციზური მარკების დაყვანასა და 2001 წლის 1 მაისამდე იმპორტიორებთან არსებული აქციზური მარკების დამატებით დამცავი ნიშნის მქონე აქციზურ მარკებზე გადაცვლასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა აქციზური მარკების ნომინალური ღირებულებისა, ეკისრებათ თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორებს.
10. 2001 წლის 1 მაისიდან არ დაიშვება თამბაქოს ნაწარმის იმპორტი, თუ დაცული არ იქნება მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი.“
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2001 წლის 1 თებერვლიდან.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები