დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 520 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/12/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 19/12/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №520
2000 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვების „საქართველოში წარმოებულ შიდა ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილ და იმპორტირებულ მზა” .... შემდეგ დაემატოს სიტყვა „სიგარეტის”.
2. ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადება: „სხვა თამბაქოს ნაწარმზე, როგორიც არის სიგარა, სიგარილო, ხელით შესახვევი და ჩიბუხის თუთუნის ნაწარმი, უნდა მიეთითოს თამბაქოს მავნებლობის შესახებ გაფრთხილება. გაფრთხილება შესაძლებელია დაიბეჭდოს ნაწარმის კოლოფზე ან მიეკრას მას მყარად, რაც შეუძლებელს გახდის მის მოცილებას”.
3. მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ინფორმაცია პროდუქციის შესახებ სიგარეტის კოლოფზე უნდა იყოს კოლოფზე მოცულობის არანაკლებ 6 პროცენტისა. სხვა თამბაქოს ნაწარმის კოლოფზე (სიგარა, სიგარილო, ხელით შესახვევი და ჩიბუხის თუთუნი) მიეთითება მხოლოდ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის თანახმად თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გაფრთხილებები, რაც უნდა შეადგენდეს ასეთი ნაწარმის კოლოფის მოცულობის არანაკლებ 6 პროცენტს.”
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები