დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ დროებითი დებულებისა და ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 დეკემბრის №524 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 275 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/07/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 12/07/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №275
2001 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ დროებითი დებულებისა და ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 დეკემბრის №524 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ დროებითი დებულების ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი შედეგები უნდა გამოქვეყნდეს დაცვამდე სამი თვით ადრე მაინც.
სადოქტორო დისერტაციის ავტორს საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ საერთაშორისო დონის სამამულო თუ უცხოურ სამეცნიერო პერიოდიკაში გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს სამეცნიერო ნაშრომები“.
2. №7 დანართიდან – „დოკუმენტების ნუსხა, რომელიც წარედგინება სადისერტაციო საბჭოს დისერტანტის მიერ „ – ამოღებულ იქნეს მესამე პუნქტი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები