„მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №373 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 466
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38(45), 05/08/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
466
31/07/1999
სსმ, 38(45), 05/08/1999
000000000.00(0).000.000000
„მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №373 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №466

1999 წლის 31 ივლისი

 ქ. თბილისი

„მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №373 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №373 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-6 პუნქტში სიტყვები „სააქციო საზოგადოება „საქტრანსგაზმრეწვთან“ (ი.ზაზაშვილი)“ შეიცვალოს სიტყვებით „საქციო საზოგადოება საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციასთან (ა. გოცირიძე)“, შემდეგ როგორც ტექსტშია.

2. ბრძანებულების მე-7 და მე-8 პუნქტებში სიტყვები „სააქციო საზოგადოება „საქტრანსგაზმრეწვთან“ შეიცვალოს სიტყვებით „სააქციო საზოგადოება საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციასთან“, შემდეგ როგორც ტექსტშია.

3. ბრძანებულების მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ სააქციო საზოგადოება საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციასთან, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ორ თვეში შეიმუშაოს მაგისტრალური გაზსადენების, ნავთობსადენებისა და სუფსის სახმელეთო ტერმინალის ექსპლუატაციის ტექნიკური უსაფრთხოების წესები.

10. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ სააქციო საზოგადოება საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციასთან, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ახალი ეროვნული ტექნიკური ნორმების შედგენის გეგმაში გაითვალისწინონ მაგისტრალური მილსადენების სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავება.“

ე. შევარდნაძე