დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 111 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/03/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13(20), 26/03/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №111
1999 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე
„საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „…და ვარგისიანობის ვადას“ შეიცვალოს სიტყვებით „…, რომელიც მითითებულ უნდა იყოს ყუთზე“.
2. ბრძანებულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1999 წლის 1 ივნისიდან აიკრძალოს იმ თამბაქოს ნაწარმის იმპორტი და წარმოება შიდა ბაზარზე სარეალიზაციოდ, რომელიც არ შეესაბამება ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის მოთხოვნებს“.
3. ბრძანებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1999 წლის 1 ივლისიდან აიკრძალოს იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომელიც არ შეესაბამება ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის მოთხოვნებს“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები