დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №377 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 131 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/04/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17(24), 15/04/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/09/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №131
1999 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №377 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოსა და საერთაშორისო ასოციაციას შორის „განვითარების კრედიტის თაობაზე (კულტურული მემკვიდრეობის პროექტი. ქ. ვაშინგტონი 1998 წლის 18 თებერვალი) საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების და ამ მიმართულებით საქმიანობის სრულყოფის მიზნით „საქართველოს კულტურული მემკვიდრების დაცვის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №377 ბრძანებულებაში და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
I. ბრძანებულების მე-4 პუნქტში მ. ჭკუასელი შეიცვალოს დ. ონოფრიშვილით.
II. ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების I მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფონდის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ივანე მაჩაბლის ქ.№4 ა “;
2. დებულების II მუხლის მე-2 პუნქტის თ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს და მუხლი შესაბამისად გადაინომროს;
3. დებულების III მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „და მართვა“;
4. დებულების III მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფონდის საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის საკოორდინაციო საბჭო (შემდეგომში – საკოორდინაციო საბჭო)“;
5. დებულების III მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „მეურვეთა“ შეიცვალოს სიტყვით „საკოორდინაციო“;
6. დებულების III მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „მეურვეთა“ შეიცვალოს სიტყვით „საკოორდინაციო“;
7. დებულების III მუხლის მე-3 პუნქტის ა), ბ) და ე) ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
8. დებულების III მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვა „იხილავს“ და იგი შეიცვალოს სიტყვებით „ცნობად იღებს“;
9. დებულების III მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები: „პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულების შესახებ“;
10. დებულების III მუხლის მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტში სიტყვა „უზრუნველყოფს“ შეიცვალოს სიტყვებით „ხელს უწყობს“;
11. დებულების III მუხლის მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები: „პროექტით დასახული მიზნის მისაღწევად“;
12. დებულების III მუხლის მე-3 პუნქტის დანარჩენი ქვეპუნქტები შესაბამისად გადაინომროს;
13. დებულების III მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვა: „მეურვეთა“ შეიცვალოს სიტყვით „საკოორდინაციო“;
14. დებულების III მუხლის მე-4 პუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები: „მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარის“;
15. დებულების III მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადებები: „საბჭო სხდომებზე კენჭისყრით იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს. საბჭოს სხდომას რიგ-რიგობით თავმჯდომარეობენ საბჭოს წევრები. საბჭოს სხდომების ჩატარების ადგილი განისაზღვრება საბჭოს წევრთა შეთანხმებისამებრ“;
16. დებულების III მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვა „მეურვეთა“ შეიცვალოს სიტყვით „საკოორდინაციო“;
17. დებულების III მუხლის მე-5 პუნქტის ბოლო წინადადება ამოღებულ იქნეს;
18. დებულების III მუხლის მე-8 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს და დანარჩენი პუნქტები შესაბამისად გადაინომროს.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები