დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 962 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 139, 29/11/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.003711 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №962
2005 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრი“.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ორ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ უმოკლეს დროში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საწესდებო კაპიტალში შეტანა.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №387 ბრძანებულება.
5. ამ ბრძანებულების პირველი და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები