დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის განსაზღვრის დროებითი წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 382 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/09/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 99, 21/09/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.05.002.002159 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/09/2001 - 15/08/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №382
2001 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის განსაზღვრის დროებითი წესის შესახებ
1. „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-20 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად დამტკიცდეს განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის განსაზღვრის თანდართული დროებითი წესი.
2. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) 2001 წლის 1 ოქტომბრამდე:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის ვადის განსაზღვრის მიზნით მოამზადოს „განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
ბ) დაამტკიცოს უმაღლესი განათლების სპეციალობათა დროებითი ნუსხა.
ე. შევარდნაძე
განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის განსაზღვრის დროებითი წესი
I. ზოგადი დებულებანი
1. განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის განსაზღვრის დროებითი წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, რომლის მიხედვით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სხვა დარგობრივ სამინისტროებთან ერთად განათლების სფეროში შეიმუშავებს სახელმწიფო დაკვეთის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
2. წესის მიზანია ეროვნული ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო დაკვეთის განსაზღვრის მექანიზმის სრულყოფის გზით განათლების სფეროს დაფინანსებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფა.
3. წესის მოქმედება ვრცელდება უმაღლესი, საშუალო პროფესიული და დაწყებითი პროფესიული განათლების საფეხურებზე.
II. სახელმწიფო დაკვეთა, მისი შემუშავება და წარდგენა
4. სახელმწიფო დაკვეთის ცნება განსაზღვრულია „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით.
5. სახელმწიფო დაკვეთის განაცხადის წარმდგენი არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.
6. განაცხადში უნდა მიეთითოს განაცხადის წარმდგენის დასახელება, სპეციალობათა დროებითი ნუსხის (უმაღლესი სასწავლებლებისათვის) და სპეციალობებისა და პროფესიების (დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული სასწავლებლებისათვის) შესაბამისად თითოეული მათგანის მისაღები კონტინგენტის რიცხოვნობა.
7. სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სასწავლო ჯგუფებისა და ადგილების მოთხოვნის განაცხადი (დანართი) მომდევნო სასწავლო წლის სახელმწიფო დაკვეთის პროექტში მისი ასახვის მიზნით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარედგინება არა უგვიანეს მიმდინარე წლის 15 ოქტომბრისა. დაგვიანებით მიღებული განაცხადები განხილვას არ დაექვემდებარება.
III. სახელმწიფო დაკვეთის განხილვა და დამტკიცება
8. წარდგენილი განაცხადების საფუძველზე სახელმწიფო დაკვეთის მაჩვენებლების განსაზღვრის მიზნით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანებით იქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს განათლების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვა დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების, უმაღლესი სასწავლებლების, აგრეთვე განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. განხილვაში მონაწილეობენ განაცხადის წარმდგე-ნები.
9. საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ სპეციალობათა და პროფესიათა სახელმწიფო დაკვეთის პროექტში განაცხადების გათვალისწინების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კომისია უფლებამოსილია კონსულტანტად მოიწვიოს სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
10. ცალკეულ პროფესიებზე მოთხოვნის პროგნოზირების მიზნით კომისიას წარედგინება:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, შრომის ბაზრის მდგომარეობისა და ცალკეული სპეციალობებისა და პროფესიების შესახებ არსებული მოთხოვნის თაობაზე;
ბ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაცია ეკონომიკის რეალური სექტორის სამომავლო განვითარების პროგნოზის შესახებ;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია მომ-დევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთისათვის გათვალისწინებული სავარაუდო ასიგნებების შესახებ.
11. სათანადო გადაწყვეტილებათა საფუძველზე სპეციალური კომისია შეიმუშავებს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების პროექტს, რომელიც დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმების შემდეგ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 დეკემბრისა.
12. საქართველოს განათლების სამინისტრო კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად, არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, ამტკიცებს საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო დაკვეთის განთავსებას.
დანართი
განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის
განაცხადის ზოგადი ფორმა
განაცხადის წარმომდგენის დასახელება
| გამსხვილებული სპეციალობების (უმაღლესი სასწავლებლებისათვის), სპეციალობებისა და პროფესიების (დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული სასწავლებლებისათვის) ჩამონათვალი |
სპეციალობის შიფრი |
რაოდენობა
(კაცი) |
|
განაცხადი სულ:
მათ შორის:
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები